ისტორია
როგორ მიანიჭა იუნესკომ ქართულ ჭიდაობას კაცობრიობის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი!

ქართული ჭიდაობა უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს. თავიდან საუკუნეების მანძილზე საბრძოლო ხელოვნება, სამხედრო ფუნქციების მატარებელი იყო და ქვეყნის მთლიანობას ემსახურებოდა. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე ძველი ბერძნები წერდნენ კოლხურ ჭიდაობაზე.ქართული მითოლოგიაც გადმოგვცემს ჭიდაობის სცენას, შერკინებას, ამირანსა და დევს შორის:„ამირან დევნი შეიბნენ მიწას გაჰქონდა გრიალი, ამირანმა დევი დასცა გაადენინა ღრიალი“

ქართულ ჭიდაობაზე ცნობები გვხვდება ჯერ კიდევ ადრეულ შუასაუკუნეებიდან არაერთ ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებში. მაგალითად IX საუკუნის „ცხოვრება სიმონ მესვეტისა“ XII საუკუნის ძეგელბში: მოსე ხონელის „ამირან-დარეჯნიანი“, იონე შავთელის „აბდულმესიანი“, ნიშანდობლივია ასევე ალავერდის ტაძრის ბარელიეფზე ფრესკა სადაც ორი მოზარდი ეჭიდება ერთმანეთს, რომელიც XV საუკუნით თარიღდება და კიდევ ბევრი სხვა მაგალითის მოყვანა შეიძლება.

შუასაუკუნეებიდან მეტადრე ქვეყნის რენესანსის აღორძინების ხანიდან მოყოლებული ქართულ ჭიდაობას საზეიმო, სარიტუალო, სადღესასწაულო, ფუნქციებიც დაემატა საჭიდაო მუსიკასან ერთად.
წინა საუკუნის დასაწყისში როდესაც თანამედროვე საზოგადოებაში საფუძველი ეყრედბოდა სხვადასხვა საერთაშორისო სპრტულ ასპარეზობებს; თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებს, მსოფლიოს პირველობებს და სხვაასპარეზობებს საჭირო გახდა ამა თუ იმ ხალხებში წარმოქმნილი შეჯიბრებების, სანახაობიდან - სპორტის სახეობებად ფორმირება, გამიჯვნა, წესების შემუშავება და დადგენა.

ქართული ჭიდაობა დროულად აყვა ამ გამოწვევას, 1923 წელს შეიქმნა ქართული ჭიდაობის სათათბირო ორგანო „საბჭო“, რომლსაც სათავეში აკადემიკოსი ნიკო კეცხოველი ჩაუდგა. 1925 წელს შემუშავდა და გამოიცა ქართული ჭიდაობის შეჯიბრების ჩატარების წესების კრებული.1928 წლიდან საფუძველი ჩაეყარა საქართველოს აბსოლუტური ფალავნობის ოფიციალურად ჩატარების ტრადიციას. 1935 წელს ილო თომაშვილის ავტორობით კლასიფიცირება მოხდა და გამოიცა ქართული ჭიდაობის 200-მდე უნიკალური ილეთის სახელმძღვანელო წიგნი. წესებშივე აისახა და აუცილებელ კომპონენტად დამკიდრდა საჭიდაო მუსიკაც, რომლის ჰანგებზეც შემდგომ სამმა ჩვენმა სასიქადულო კომპოზიტორმა რევაზ ლაღიძემ, სულხან ცინცაძემ და თაქთაქიშვილმა თავიანთი საოპერო ნაწარმოებები შექმნეს. ყველას კარგად მოეხსენება დღევანდელ ქართულ სპორტში ლომის წილი წარმატებებისა ჩვენს მოჭიდავეებზე მოდის, რაც ოლიმპიურ, მსოფლიოსა და კონტინენტური მედლების რაოდენობაშია ასახული. ამაში მთავარი „დამნაშავე“, რომ ქართული ჭიდაობა გახლავთ ამაზე დღეს არავინ დავობს. დამოუკიდებულობის პერიოდში ფონდმა "ქართუმ" ოცდაორი ღია-გადახურული ტიპის საჭიდაო არენა აუშენა და გადასცა ქართულ ჭიდაობას.

2014 წელს ქართული ჭიდაობის ფედერაციის ინიციატივით საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტომ ქართულ ჭიდაობას არამტერიალური, კულტურული, მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა.

2016 წელს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოს პრემიერ მინისტრის ვიზირებით ქართულ ჭიდაობას ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია განესაზღვრა.

2018 წლის 29 ნოემბერს მავრიკიის ქალაქ პორტლუისში „იუნესკოს“ მთავრობათაშორის მე-13 სესიაზე „UNESCO“-მ ქართულ ჭიდაობას მსოფლიოს არამატერიალურ, კულტურული, მემკვიდრეობითიძეგლის სტატუსი მიანიჭა!

ჩვენი დედა ჭიდაობა ღირსეულად დადგა ისეთი ეროვნული ღირებულებების მხარდამხარ როგორებიცაა ქვევრში ღვინის დაყენების უძველესიქართული მეთოდი, ქართული მრავალხმიანობა, ქართული ანაბანის სამივე სახეობა.

2022 წელს ქ.თბილისში პირველად ჩატარდა მსოფლიოს ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში ჭაბუკთაშორის. მონაწილეობდა (31 ქვეყანა)

2023 წელს პირველად გაიმართა ევროპის პირველობა დიდებში ქ. სალონიკში (საბერძნეთი) (მონაწილე ქვეყანა 22)

2025 წელს ქ. თბილისში პირველი მსოფლიოს ჩემპიონატი გაიმართა დიდებში აბსოლუტურ წონით კატეგორიაში (მონაწილე ქვეყანა 25)

Made on
Tilda